ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხაშურში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მცირე კონცერტი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ წელს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი- 600 ლარიანი ვაუჩერები. ხაშურში გამართული 9 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური და კულტურის ცენტრების გაერთიანება.
ხაშურში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა
09/05/2019