ნინოწმინდა-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

01/05/2019

ნინოწმინდა-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული მონაკვეთი სოფლებს – გორელოვკას და ჟდანოვაკანს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან დასრულდება. ამ გზით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ადგილობრივებს, ისე, სომხეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს. გარდა ამისა, ამ გზით განხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვებიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაცია: გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება რკინაბეტონის 3 ხიდი და წყალგამტარი მილები. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელი ბილიკები. პროექტის ფარგლებშივე, მოხდება ცენტრალური გზის შიდა გზებთან მიერთებაც. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდეების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტის დასრულების შედეგად, ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით – სომხეთის საზღვრამდე ტრანსპორტით გადაადგილება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო იქნება. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ – ირაკლი ქარსელაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ მხარის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0