ზვიად შალამბერიძე, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან დელეგაციას შეხვდა

30/04/2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უკრაინის ქალაქ ხერსონიდან დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას ქალაქის მერი, ვოლოგუმირ ნიკოლაენკო ხელმძღვანელობდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრები გაეცნენ რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში გაცვლითი ღონისძიებების საკითხებს. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0