პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

05/04/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ” აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა მიაწოდა.
1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0