ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქალაქ ახალციხეში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მის შემოგარენში 500-მდე ძირი სხვადასხვა წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
ნეკერჩხალის, კედრის, ცაცხვის და იფნის ნერგები სამხარეო ადმინისტრაციის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების, თამარაშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის, კოსტავას ქუჩაზე და ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე გადანაწილდა. გამწვანების სამუშაოები ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოებშიც, სადაც 140 ძირი ფიჭვის ნერგი დარგეს.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გამწვანების აქციას შეუერთდა.
05/04/2019