თერჯოლაში 30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო ზომების გატარება ოპერატიულად დაიწყო

02/04/2019

თერჯოლაში 30-31 მარტის ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო ზომების გატარება ოპერატიულად დაიწყო. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ქოჩიაშვილმა, საკრებულოში თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა დაზარალებული ოჯახები ადგილზე მოინახულეს და სახურავის შესაკეთებელი თუნუქის მასალის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

ბონდო სოფრომაძე: „სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაზიანებულია 4 საცხოვრებელი სახლის, 1 საბავშვო ბაღისა და 1 კულტურის სახლის სახურავი. დღეს გადავეცით სახურავისათვის გოფრირებული თუნუქის მასალა. უახლოეს დღეებში კი დაზარალებულ მოსახლეობას ხის, რკინისა და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო სხვა მასალა გადაეცემა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0