სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ის დამფუძნებლებს უმასპინძლა

02/04/2019

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ის დამფუძნებლებს უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ჩაერთო Izrune.ge-ს პროექტში – „მრავალეროვანი საქართველოს სახელმწიფო ენა – პერსპექტივა ყველასთვის“
Izrune.ge-ის პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არაქართულენოვან მოსწავლეებში სახელმწიფო ენის შესწავლის გამარტივებას და წახალისებას ემსახურება. პროექტი სამცხე-ჯავახეთის სკოლებში ინერგება, ვებგვერდზე რეგისტრაციას მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ.
შეხვედრას სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0