გარდაბნის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა

01/04/2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კიდევ ორი, ახალი საბავშვო ბაღი ამოქმედდა. სოფელ ქესალოსა და ნაზარლოში, სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გახსნეს. სოფლებში ამ დრომდე ბაღი არ ფუნქციონირებდა, რაც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა. სოფელ ქესალოში ახლადგახსნილ ორჯგუფიან ბაღში, სადაც 11 ადგილობრივია დასაქმებული, 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სოფელ ნაზარლოში, კი საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი და დასაქმებულია ასევე 11 ადგილობრივი პედაგოგ-აღმზრდელი. შენობები სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბაღების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 187 ლარით დაფინანსდა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ნაზარლოს საბავშო ბაღის ეზოში ნაძვის ხის ნერგი დარგეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წლიდან დღემდე, 27 საბავშვო ბაღში, 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორცილდა. 2019 წელს კი, 5 ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0