საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ატარდება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოები, რის გამოც 2019 წლის 27 მარტს, 10:00სთ-დან 12:00სთ-მდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
27 მარტს გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება
26/03/2019