საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობა ეროვნული დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს. დღესასწაული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იზეიმეს და ტრადიციულად სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონიძიებები გაიმართა. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხი ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და აზერბაიჯანის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ბაირამობის დღესასწაული ადგილობრივებს ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა,
„გულითადად გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის უდიდეს დღესასწაულს. საქართველოს მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას და წარმატებას“.
კაბალში ნოვრუზ ბაირამობა აღინიშნა
22/03/2019