გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საკითხებს. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია და სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული დაესწრნენ.
ზურაბ ნასარაიამ, რეგიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა
21/03/2019