სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტყის საერთაშორისო დღე ქ. ახალციხის #1 საბავშვო ბაგა- ბაღის აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის #1 საბავშვო ბაგა- ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. რწმუნებულმა, მერთან ზაზა მელიქიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პატარებთან ერთად ბაგა-ბაღის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგო. საბავშო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მხარის რწმუნებულთან და ქალაქის მერთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ. საბავშო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მხარის რწმუნებულთან და ქალაქის მერთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში გამწვანების აქცია მოეწყო
21/03/2019