პლენარული სხდომის შესვენების დროს ბიუროს სხდომა გაიმართა.პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული ტექნიკური ხარვეზი იყო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე კვირაში ხელახლა შევა პლენარული სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული პაკეტი.
ასევე, დღეს ხელახლა მოხდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის ინიცირება, რასაც პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. ამის შემდეგ დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
გარკვეული ტექნიკური ხარვეზი იყო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით
19/03/2019