დათო გოგუა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს გაეცნო

11/03/2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუში, ყოფილი საბავშვო ბაღისა და ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა და პრობლემემს ადგილზე გაეცნენ.
დევნილებმა მერს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, კონკრეტულად, მილების გამოცვლა და ჭის ამოწმენდა, დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია სთხოვეს. ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრებლებმა ასევე ,შენობასთან არსებული ავარიული კორპუსის, ყოფილი სპორტდარბაზის დემონტაჟი ითხოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პრობლემური ადგილები და დევნილებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0