უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება

26/02/2019

უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საჭიროა საკითხისადმი კომპლექსურად მიდგომა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

„უმოკლეს ვადებში ჩვენ შევიმუშავებთ საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმას.ამ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გეგმის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს და მას პირადად მე ვუხელმძღვანელებ. აქ იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი დღესვე მისცემს კონკრეტულ დავალებას საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებს, რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და გაიწეროს სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0