ქართულმა დელეგაციამ ნორვეგიის სამეფოში ვიზიტი დაასრულა

22/02/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიწვევით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და გურიის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს პარლამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრები ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველს – ბიორნ რანგევაერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნორვეგიაში – მაია ყიფშიძეს, ასევე ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოდერნიზაციის სამინისტროს, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტისა და ნორვეგიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა სფეროებში საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0