არჩილ ჯაფარიძე „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების” წარმომადგენლებს შეხვდა

20/02/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გაერთიანების წევრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მათ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებშიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდობაც აქტიურადაა ჩართული.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მსგავსი ტიპის პროექტებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ახალ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობის მიზნით, სამხარეო ბანაკების ორგანიზებას გულისხმობს. სახელმწიფო რწმუნებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა,რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონების პოპულარიზაციას,ახალგაზრდებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებას, რწმუნებულის ადმინისტრაცია კი, კომპეტენციის ფარგლებში მზად არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე- ლევან ქვათაძე,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი- ზვიად მხეიძე და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0