კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა

18/02/2019

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, (97-ე კილომეტრიდან 105 კილომეტრამდე) სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0