დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას ნიკოს ქრისტოდიულიდეს შეხვდა

16/02/2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას ნიკოს ქრისტოდიულიდეს შეხვდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში ეწვიოს საქარველოს.
მინისტრებმა მიმოიხილეს ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.
ორი ქვეეყნის მეგობრობის გამოხატულებად შეფასდა კვიპროსის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს საპარტიარქოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ. დადებითი შეფასება მიეცა საქრთველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ამ მხრივ დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კვიპროსს საქართველოს გამოხატული მხარდაჭერისათვის.
კვიპროსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრათხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0