დაბა თიანეთი-სოფელი ჭურჭელაურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

16/02/2019

დაბა თიანეთი-სოფელი ჭურჭელაურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა ახალი გზით კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 1 109 000 ლარს შეადგენს და ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0