გიორგი ქობულია სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდა

15/02/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან არსებული პრობლემები მოისმინეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, გაზიფიცირების დაქსელვითი სამუშაოების დროულად გაგრძელება და სოფლის კლუბის რეაბილიტაცია სთხოვეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარია გამოყოფილი და მოსახლეობამ გადაწყვიტა დასასვენებელი სკვერი მოეწყოს.
სოფელ მუხიანში 2018 წელს დაიგო ასფალტის საფარი 4, 700 კმ-ის მონაკვეთზე. ასევე, მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალტუბოში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სანატორიუმები დაათვალიერეს.
დღის ბოლოს მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმოს „ატლანტიკ საქართველო“ ესტუმრა. საწარმო თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ერთი წელია ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0