დუშეთში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

14/02/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან (CCRG), რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გრანტის ფარგლებში, ახორცილებს პროექტს „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიისთვის და მისი დამხმარე ზონისთვის მდგრადი ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება/დახვეწა.“
პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, მისი ინტეგრირება დუშეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის განახლებულ გეგმაში და მუნიციპალიტეტისთვის ჩეხურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნარჩენების შეგროვების და მისი შემდგომი გადამუშავება-დასაწყობების თანამედროვე პრაქტიკის შეთავაზება. პროექტის პარტნიორია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.
შეხვედრას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ვაჟა ჭინჭარაული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0