ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტმა გაბაშვილის გორა დაათვალიერა და ქართულ- პოლონური ერთობლივი, არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა ნიკა ანთიძემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ექსპედიციის ფარგლებში, ქართულ- პოლონური არქეოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გულისხმობს იმას, რომ არქეოლოგიურად დადგინდეს ქალაქ ქუთაისის ისტორიული საზღვრები, ასევე, ქვის ხანის პერიოდიდან დღევანდელამდე განვითარების რა გზა გაიარა ქალაქმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილი წარდგენილ იქნას იუნესკოში, როგორც ურბანული ძეგლი.
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ქართულ- პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო
10/02/2019