თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

08/02/2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებს, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ესწრებოდა.

სოფელ სამღერეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი განხორციელდება,
სოფელ იფნარაში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა,
სოფელ ლიპაში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება,
სოფელ შიხილოში გარე განათების მონტაჟი, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია,
სოფელ გოლთეთში სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა,
ხოლო სოფელ წინწყაროში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0