იმერეთში დავითობა აღინიშნა.
“დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა და დიდი საბრძოლო გამარჯვებები უკავშირდება. ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია. მისი მოღვაწეობის პერიოდი არის ოქროს ხანა. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა. ეს დღე განსაკუთრებით ქუთაისში აღინიშნება და ჩვენ პატივი მივაგეთ ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლს. ასევე, გელათის მონასტერში გვირგვინით შევამკეთ მისი საფლავი”–განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთში დავითობა აღინიშნა
08/02/2019