ნიკოლოზ ჯანიაშვილი არასამთავრობო სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

01/02/2019

დედოფლისწყაროსს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი არასამთავრობო სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან – საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (საგა) ერთად, გაეროს განვითარების ერთობლივ პროგრამას – “ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“- ახორციელებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
მერიის ხელშეწყობით ადგილობრივმა ჯგუფებმა საკუთარ თემებში 2018 წლის მეორე ნახევარში მოსახლეობის წინაშე მდგარი აქტუალური პრობლემების კვლევა განახორციელეს , რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა .
შეხვედრაზე არასამთავრობო სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ წარდგენილი წინადადებები გათვალისწინებულია და ნიკოლოზ ჯანიაშვილს გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის არასამთავრობო სათემო ორგანიზაციებთან მომავლშიც მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში გააგრძელოს მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0