საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ სოფლის საერთო კრებას, გუბერნატორის მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრება 3 სოფელში ჩატარდა. ადგილობრივებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება. სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყობა დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი, ხოლო სოფელ ბაისუბანში ახალგაზრდებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა დაიგეგმა.
იური ნოზაძე, ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ სოფლის საერთო კრებას დაესწრო
01/02/2019