დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი “youtube”-ზე ატვირთა

01/02/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0