დუშეთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

01/02/2019

სისხლის უანგარო გაღების მორიგი აქცია გაიმართა 31 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. საკუთარი სისხლი მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა გაიღეს. სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მობილურმა ჯგუფმა, რომელიც აქციის ორგანიზატორია, უწყების თანამშრომელთათვის ადგილზე იმუშავა.
სისხლი უანგაროდ გაიღო 77-მა დონორმა. მათ პარალელურად ჩაუტარდათ სისხლის უფასო ანალიზი ძვირადღირებულ სამედიცინო კვლევებზე.
აქცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინციატივითა და მერიის ხელშეწყობით გაიმართა. სისხლის უანგარო დონაციის აქციებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0