ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

01/02/2019

ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინირებას უწევენ რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას.
მალთაყვის უბანში, ჭყონდიდელის ქუჩა N18 მრავლსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენის სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩუტარდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებსაც.
სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0