31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

31/01/2019

ვერძი
სამსახურის საქმეების გამო პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით. გაითვალისწინეთ თქვენი შეცდომები. გამონახეთ თქვენთვის საჭირო ადამიანები. თავად უნდა მიხვდეთ, როდის მოთოკოთ ემოციები.

კურო
ერთდროულად ყველა საქმის შესრულებას ნუ ეცდებით. ზოგიერთს ახალ თანამდებობაზე დანიშნავენ. თუ ხელმძღვანელი ხართ, გარშემო ერთგული და მცოდნე ადამიანები შემოიკრიბეთ. დაქვემდებარებულებმა არ იკამათოთ უფროსთან.

ტყუპი
შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ადამიანმა, რომელსაც ენდობოდით. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თავადაც შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება, დამხმარეების გარეშე. ნუ დაკარგავთ დროს.

კირჩხიბი
დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც თქვენ გსურთ. რთულ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. დახმარებისთვის მხოლოდ მშობლებს მიმართეთ. ეცადეთ, არ გაართულოთ ურთიერთობა მეგობრებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანთან.

ლომი
პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად სირთულეების დაძლევა მოგიწევთ. იყავით მაქსიმალურად მომთმენი და მეგობრული. ადამიანში მხოლოდ უარყოფით თვისებებს ნუ ეძებთ.

ქალწული
მხოლოდ იმ სფეროში უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, სადაც საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. მოერიდეთ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას. თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ კლიენტები.

სასწორი
საკუთარი სურვილების ასასრულებლად თავადვე უნდა გააქტიურდეთ. მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა ენდოთ, ვინც დრომ
გამოსცადა. საყვარელ ადამიანს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, რომ თავად მოგექცეთ, გახსოვდეთ, რომ სიყვარული და მეგობრობა არ იყიდება.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. დაანახვეთ მათ თქვენი შესაძლებლობები. მუდამ უნდა აკონტროლოთ სიტუაცია. თანამოაზრეები ძველ მეგობრებში მოძებნეთ.

მშვილდოსანი
წარმატებაში ხელი შეიძლება წარსულმა (ვალებმა, შეუსრულებელმა დაპირებებმა) შეგიშალოთ. თუ საჭეს მართავთ, მგზავრობამდე შეამოწმეთ ავტომობილი.

თხის რქა
რაც უფრო გააუმჯობესებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, მით უკეთ წარიმართება თქვენი საქმეები. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მერწყული
თავი შეიკავეთ რთული საქმეების შესრულებისგან და მარტივი დავალებები დაისახეთ. ენერგიულ და კომუნიკაბელურ ნიშნებს არ გაუჭიდებათ ახალი მეგობრების, თანამოაზრეების გაჩენა. აიმაღლეთ თვითშეფასება.

თევზები
დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. დღეს სხვის შეცდომებზე უნდა სიწავლოთ. ნუ ენდობით ლამაზად შეფუთულ ტყუილებს. თუ სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანა გსურთ, მოერიდეთ შემთხვევით ადამიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0