ბახმაროს სრულად განვითარების შემთხვევაში 5000 სასტუმრო ადგილი შეიქმნება

30/01/2019

„ბახმაროს ორი კვირის წინ მივანიჭეთ დასახლების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქამდე არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი და საშუალება, როგორც დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულს მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა აქტივობაში, შესაბამისად, ეს იურიდიული მხარეც მოწესრიგდა“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“. ვიცე პრემიერმა ბახმაროს განვითარებაზე სივრცითი მოწყობის ჭრილში ისაუბრა.

“გეგმის შესაბამისად, ბახმაროს სრულად განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია დაახლოებით 5000 სასტუმრო ადგილის შექმნა, მათ შორის კერძო საოჯახო ბიზნესის სახით. ჩვენ უკვე დავასრულეთ ცენტრალური ელექტრომომარაგების მაღალი ძაბვის ხაზის მიყვანის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ბახმაროში სამშენებლო სეზონის დადგომისთანავე დაგეგმილი გვაქვს ელექტროფიკაციის დასრულება და ცენტრალური სკვერის მოწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტები, შემდგომში, ამ კურორტის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0