მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს, სოფელ რატევანში, აკაურთასა და ძველ ქვეშში გამართა.
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სოფელ რატევნისა და ძველი ქვეშის მოსახლეობის უმრავლესობამ პრიორიტეტად გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელა.
სოფელ აკაურთაში კი წელს გამოყოფილი თანხით სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
30/01/2019