ხაშურის მერია თირკმლის დიალიზზე მყოფ პაციენტებს დაეხმარება

30/01/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის“ შესაბამისად თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების დახმარება მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით თითოეული პაციენტი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე 500 ლარის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტში 50 ბენეფიციარზე მეტია.
დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურებაზე უფასო ხელმისაწვდომობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0