აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო.
აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.
დღეს, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის ექვსივე სოფელში, მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დიმიტრი ცანავა, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, შალვა დარცმელიძე.
მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადები.
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა დასაფინანსებელი პროექტები:
ნორიოში, საბოკუჩაოში, აბაშისპირში, საგვაზაოში მოეწყობა გარე განათების სისტემა, ძიგურის ცენტრში კი ჯვართან. ასევე, აბაშისპირში, ძიგურსა და საგვაზაოში ყანის შესასვლელში მილხიდები გაკეთდება.
მაცხოვრისკარში მოეწყობა ბაგა-ბაღის შიდა ეზო სათამაშო მოედნის ჩათვლით; რეაბილიტირდება მაცხოვრისკარის ცენტრში არსებული სკვერი.
აბაშის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შეირჩევა.
აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
30/01/2019