მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლა გაიხსნა

25/01/2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. ახალი სკოლა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ გახსნეს.
სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზეა გათვლილი. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.
სკოლის გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს განხორციელებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0