ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის, მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის განხორციელება სოფელში მდინარის ადიდებისა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულების განადგურების პრევენციის მიზნით დაიგეგმა. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, დასაქმებულია 60 ადგილობრივი.
კომპანია “მამისონი“ დამია-გეურარხში მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაასრულებს. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული “საქართველოს მელიორაცია“.
შოთა რეხვიაშვილი მდინარე დებედას ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო.
25/01/2019