ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგზე და ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი ასევე დაინტერესდა რეგიონში არსებული ვითარებით და იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე საქართველო დგას. მარკ რუტემ ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მამუკა ბახტაძემ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია. პრემიერ-მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს
24/01/2019