დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019–2025)პროექტის განხილვა იმერეთის რეგიონში გაიმართა. სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას. სტრატეგიის შესახებ დეტალურად ისაუბრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. აღნიშნა, რომ მოსაზრებები, რომელიც შეხვედრებზე გამოიკვეთება ასახული იქნება სტრატეგიაში. სტრატეგიის მოსმენის შემდეგ რიგი საკითხების მიმართ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვას რეგიონებში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
იმერეთის რეგიონში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართა
18/01/2019