საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა
17/01/2019