თხილის ფართობების ბაზის განახლებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04/01/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში თხილის ფართობების ბაზის განახლებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი თოდუა, კომპანია „ფერეროს“ რეგიონული დირექტორი მერაბ ჭითანავა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული სამსახურების და სოფლის მეურნეობის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა თხილის მოსავლის გადარჩენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს, ასევე, დაგეგმეს თხილის ფართობების ბაზების განახლება მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებით, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს მცენარეთა წამლობა და მოსახლეობამ მეტი მოსავალი მიიღოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0