მსოფლიო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კარიტასიის ორგანიზებით, სოციალური კამპანიის – „ემეგობრე“ პრეზენტაცია გაიმართა. კამპანიის მიზანია, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა პრობლემატიკის წინ წამოწევა, აქტიური, კრიტიკული მსჯელობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია, საქართველოს კარიტასის და UNICEF -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოციალური კამპანიის – „ემეგობრე“ ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლის მთავარ არსს წარმოადგენს: ემეგობრე, გაუწოდე ხელი და არა ფული, ნუ შეუწყობ ხელს დანაშაულს, არცერთი ბავშვი ქუჩაში.
საქართველოს კარიტასიის ორგანიზებით, სოციალური კამპანიის – „ემეგობრე“ პრეზენტაცია გაიმართა
21/12/2018