ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე 400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება

10/12/2018

“ვებგვერდზე, რომელიც გაიხსნება, უკვე 400 ათასზე მეტი ფიზიკური პირის 600 ათასზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია აიტვირთება” – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„ამ ეტაპისთვის, სამმა მსხვილმა ბანკმა – „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები, მანამდე კი ხელი მოეწერა მემორანდუმს, ბანკებსა და ონლაინ გამსესხებლებთან. ახლა უკვე საკუთრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც უფრო მეტი დეტალია ასახული. მთელი კვირის განმავლობაში, მუშავდებოდა მონაცემთა ბაზები. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ბაზების დამუშავება და რამდენიმე ბანკი ჯერ კიდევ რიგშია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0