ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში პრობლემები შექმნა

01/12/2018

დღეს ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია კერძო სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები. დაზიანდა ელექტროსადენები და ბუნებრივი გაზის მილები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ადგილზე იმყოფება გურიის გუბერნატორის მოადგილე გიორგი თურმანიძე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებს და საჭიროებებს ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0