ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

16/11/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა. ღვინის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ მეღვინეებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი საქართველოში. სახელმწიფო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აღნიშული მიმართულებით. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენ ბეჯითად ისწავლოთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0