სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მესამე ციკლის ფარგლებში, ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის წევრებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. საუბარი, ძირითად, უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობასა და თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეეხო.
12-16 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მრჩეველთა კომიტეტის წევრები, ასევე, შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ბესიკ ამირანაშვილი ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის წევრებს და ექსპერტებს შეხვდა
14/11/2018