სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

30/10/2018

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, არტაანის გუბერნატორს – მეჰმეთ ემინ ბილმეზსა და ქართველ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ბესიკ ამირანაშვილმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორ რეგიონს შორის ახალი ურთიერთობების დამყარება და უკვე არსებულის განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0