დღეს ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, მაგრამ ასე ჯობია

26/10/2018

„გმირები იყვნენ „მაესტროელები“, ოღონდ იქამდე, ვიდრე თქვენთან მოვიდოდა სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელი დირექტორად. ის პერიოდი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. დანარჩენ პერიოდს კი დიდი სიყვარულით მოვიხსენიებ და პატივისცემით. გმირებსაც კი შემიძლია გავუტოლო, როგორ იქცეოდნენ ისინი. ისინი იყვნენ დიდი ხიფათის ქვეშ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილი მედიის თავისუფლების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამაყობს, რადგან ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან მედია არის ხელშეუხებელი.

„ჩემი შემობრუნება არათუ მედიაზე ზეწოლისთვის მოხდა, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ცდუნება გუნდში, რათა ცვლილებები არ დაიწყოს იმაში, რაც ამ დრომდე მივიღეთ და განვითარების ნაცვლად, უკან არ წავიდეთ. თუმცა ამის მაგალითები დღეს არ ისახება. თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, მათ შორის მედია, თუნდაც „მაესტრო“, გახსოვთ რა მოხდა „იმედში“, „იბერიაში“. მაგათ დროს ტოტალურად იყო დაშანტაჟებული ბიზნესი. დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. ხელისუფლების მიერ დაშანტაჟების არც ერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაუგებარი ჩანაწერებისა, რომელიც არავინ იცის, როგორ არის დაყენებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოქუაშვილთან მიმართებაშიც ხდება ის, რომ ის არ იხდის თანხას ბიუჯეტში ჯიუტად და თან აშანტაჟებს ხელისუფლებას.

„ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს. ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ის, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს სუფთა ხელებით ვერ უმკლავდება და სხვა მეთოდებს მიმართოს. ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან კარგი ვერტიკალი, გუნდის ძალიან სწორი და უფრო გასუფთავებული შერჩევა. ლიდერებს ყველას თავისი ადგილი და ფუნქციები უნდა ჰქონდეს, გუნდში საჭიროა სინქრონიზაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0