„საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე. ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავართ. ის, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა და სატელიტად დაფიქსირებულმა „კავკასიამ“ უარი თქვეს შეხვედრაზე მოსვლით, ამით აჩვენეს ის, რომ რაც ხდებოდა ნაციონალური მმართველობის დროს, აღარ ხდება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ტელევიზიები დახურული იყო. „კავკასია“ ჰქონდათ მაშინ ფსევდოოპოზიციური და იქ ახერხებდნენ „ორთქლის ამოშვებას“. „მაესტროს“ ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები და მინდა, რომ „მაესტროელებმა“ კარგად გამიგონ. იყო ეტაპი, როდესაც ისინი გმირულად იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის და იყო ის ეტაპიც, როდესაც იმართებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. გახსოვთ, რომ ოპოზიციას რეალურად აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს მოხდა პირიქით, იგივე ხალხმა მოახერხეს და აერიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს იმის მაგალითი, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე
26/10/2018