ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 6 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს

20/10/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ზუგდიდში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, ბინებს, ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0